შინაარსზე გადასვლა

პიკასოს მუზეუმი (ბარსელონა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიკასოს მუზეუმი
კატ. Museu Picasso[1]

პიკასოს მუზეუმის აბრა
41°23′06″ ჩ. გ. 2°10′51″ ა. გ. / 41.3852194° ჩ. გ. 2.1808889° ა. გ. / 41.3852194; 2.1808889
დაარსდა 9 მარტი, 1963
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
მდებარეობა სიუტატ-ველა
დირექტორი ემანუელ ჟიონი[2]
ოფიციალური საიტი [ბმული ბმული]
Map

პიკასოს მუზეუმი (კატ. Museu Picasso) — ხელოვნების მუზეუმი ქალაქ ბარსელონაში. მუზეუმში წარმოდგენილია პიკასოს 4 000-ზე[3] მეტი ნამუშევარი.

პაბლო პიკასომ ბავშვობა და ახალგაზრდობა ბარსელონაში გაატარა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული. პიკასოს თავისი პირველი ნამუშევრები სწორედ ამ ქალაქმა შთააგონა. მუზეუმი 1963 წლის 9 მარტს, პიკასოს ახლო მეგობრისა და მდივნის, ხაიმე საბარტესის მიერ, მხატვრის სიცოცხლეშივე, დაარსდა. მუზეუმმა პირველად საბარტესის პერსონალურ კოლექციას უმასპინძლა[4].

მუზეუმს ბარსელონას გოტიკურ კვარტალში ხუთი შენობა უკავია. შენობები XIII -XV საუკუნეებით თარიღდება: აგილარის სასახლე (Palau Aguilar), ბარონ კასტელეტის სასახლე (Palau del Baró de Castellet), მექას სასახლე (Palau Meca), მაურის სახლი (Casa Mauri) და ფინესტრესის სასახლე (Palau Finestres)[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]